მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მიმდინარეობისას დაკავებული პირების სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება. სხდომაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 28 პირის ადმინისტრაციული სახდელის შეფარდებაზე იმსჯელებენ. ცნობისთვის, გუშინ, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით აქციის 28 მონაწილე დააკავეს. მათგან 7 პირი დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება, ხოლო 21-მა პირმა გვიან ღამე ხელწერილის საფუძველზე დატოვა პოლიციის განყოფილება.