მთავრობის კანცელარიის ქვედა მხარეს მყოფი ლგბტ აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, ხელისუფლებამ შეასრულოს ის, რაც მას ევალება და მათი საჯარო შეკრების უფლება უზრუნველოს, ამის თაობაზე კი, ხელისუფლების წარმომადგენლებმა საჯარო განცხადება გააკეთონ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ხელისუფლება ლგბტ ადამიანებს არ იცავს და მათი უფლებების დარღვევაზე რეაგირება არ ხდება. მათივე თქმით, ქვეყანაში შეკრებისა და მანიფესტაციების უფლება დაცული უნდა იყოს.