ლგბტ აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან ითხოვენ, მათი საჯარო შეკრების უფლება უზრუნველყოს - Palitra News

ლგბტ აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან ითხოვენ, მათი საჯარო შეკრების უფლება უზრუნველყოს

2019-06-14 23:02:17+04:00

მთავრობის კანცელარიის ქვედა მხარეს მყოფი ლგბტ აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, ხელისუფლებამ შეასრულოს ის, რაც მას ევალება და მათი საჯარო შეკრების უფლება უზრუნველოს, ამის თაობაზე კი, ხელისუფლების წარმომადგენლებმა საჯარო განცხადება გააკეთონ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ხელისუფლება ლგბტ ადამიანებს არ იცავს და მათი უფლებების დარღვევაზე რეაგირება არ ხდება. მათივე თქმით, ქვეყანაში შეკრებისა და მანიფესტაციების უფლება დაცული უნდა იყოს.