თბილისის მერი მიიჩნევს, რომ ლგბტქ თემის წარმომადგენლები პრაიდის გამართვასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მითითებებს უნდა დაემორჩილონ. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რისკების განსაზღვრა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეროგატივაა.
"შინაგან საქმეთა სამინისტრომ უფრო იცის რისკების განსაზღვრა, ეს მათი პრერპგატივაა. შესაბამისად, უნდა დავეყრდნოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას",- განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, 18-23 ივნისს თბილისში ლგბტქ პრაიდის კვირეულის ჩატარება იგეგმება.