სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, 1 პირი დააკავეს, იგი ფულად ანაზღაურების სანაცვლოდ მოქალაქეებს პრაქტიკული და თეორიული გამოცდის ჩაბარების გარეშე მართვის მოწმობის აღებას პირდებოდა. გამოძიება თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს რაც თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.