მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებმა ჯამში, 5 მილიარდ 378 მილიონ 269 ათას 873 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში არაწარმოებული აქტივების გაყიდვიდან მიღებულმა შემოსულობამ 27 მილიონ 10 ათას 225 ლარი შეადგინა. აქედან შემოსულობა მიწის გაყიდვიდან - 20 მილიონ 962 ათას 596 ლარი იყო. უფრო კონკრეტულად, სახელმწიფო ბიუჯეტში მიწის გაყიდვიდან მილიონ 678 ათას 644 ლარის, ხოლო ტერიტორიული ერთეულის ბიუჯეტში 19 მილიონ 283 ათას 951 ლარის მობილიზება მოხდა.
ცნობისთვის, ნაერთი ბიუჯეტი საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების კონსოლიდირებული ბიუჯეტია, რომელიც არ ექვემდებარება არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას.