ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის ანგარშის თანახმად ხმელთაშუა ზღვაში წელიწადში 570 000 ტონა პლასტიკის ნარჩენი ხვდება. ეს არის დაახლოებით 33 800 პლასტიკური ბოთლი წამში. „პლასტიკის წარმოება საკმაოდ იაფია, თუმცა ნარჩენების მართვა და დაბინძურების ხარჯები მაღალი. ყველა ქვეყანამ უნდა გადახედოს მიწოდების ჯაჭვს. ეს არის ერთადერთი საშუალება, რომ ხმელთაშუა ზღვა პლასტიკის ნარჩენებისგან დავიცვათ“, - ნათქვამია ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის ანგარიშში. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის მონაცემებით, ბოლო მონაცემებით, თურქეთში პლასტიკის ნარჩენებით დაბინძურების მაჩვენებელი მაღალია და 1 კილომეტრზე 31,3 კილოგრამს შეადგენს. ეგვიპტე პლასტიკის ნარჩენების ერთ-ერთი მსხვილი წყაროა. შემდეგია თურქეთი. ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კვლევით, თუ არ მოხდა ზომების მიღება, 2050 წლისთვის რეგიონში დაბინძურების მაჩვენებელი 4-ჯერ გაიზრდება. ჟენევაში 187 ქვეყნის 1400-მა წარმომადგენელმა პლასტიკით დაბინძურების წინააღმდეგ გლობალურ პაქტს მოაწერა ხელი.