საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები 1-წუთიანი ინტერვალით რამოდენიმე კილომეტრიანი დაშორებით დაფიქსირდა. კერძოდ, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, პირველი მიწისძვრა, ახალციხეში, სოფელ აწყურში 3,5 მაგნიტუდის სიმძლავარის იყო.1 წუთში კი მიწისქვეშა ბიძგები აწყურში, პირველი მიწისძვრის ეპიცენტრიდან რამდენიმე კილომეტრში განმეორდა და 3.3 მაგნიტუდა შეადგინა.