რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა სოზარ სუბარმა მაღაროელების საკითხზე გამართული შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით ჭიათურელი მაღაროელებისთვის სამუშაო ადგილზე მედპუნქტები იფუნქციონირებს.
რაც შეეხება ხელფასებს, სუბარის თქმით, ხელფასის მომატებაზე ის შეთანხმება, რაც მიღწეულია დროულად შესრულდება. შეხვედრას ასევე საკონსულტაციო საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ მათ იმ შეთანხმების დეტალები განიხილეს, რომელიც მაღაროელების 10-დღიანი გაფიცვის შემდეგ იქნა მიღწეული