თურქეთი საქართველოსთვის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება. 2019 წლის იანვარ-აპრილში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 3 მილიარდ 859 მილიონ 600 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა თურქეთი იყო - 525 მილიონ 100 ათასი დოლარით.
"საქსატის" ცნობით, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი ტრიკოტაჟის ნაწარმი იყო, რომლის ექსპორტმაც 14 მილიონ 500 ათასი დოლარი შეადგინა. მას 14 მილიონი დოლარით მოსდევს ნახევარფაბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისგან; მე-3 ადგილზე კი ფეროშენადნობებია, რომლის ექსპორტიც 7 მილიონ 700 ათასი დოლარი იყო.
რაც შეეხება იმპორტს, 2019 წლის იანვარ-აპრილში უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფი დაფასოებული მედიკამენტები იყო, რომლის იმპორტმაც 29 მილიონი დოლარი შეადგინა. მას მოსდევს მსუბუქი ავტომობილები 16 მილიონ 300 ათასი დოლარით; მე-3 ადგილზე კი შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები გავიდა, რომლის იმპორტმაც 13 მილიონი დოლარი შეადგინა.