საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ პალიტრანიუსის გადაცემა „360გრადუსში“ პოლიტიკის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც მან განაცხადა იგი ყველანაირ გამოცდილებას და რესურს მოახმარს „ოცნებას“ ახალი გუნდის ჩამოყალიბებასა და გაძლიერებაში, თუმცა ამისთავის არ არის აუცილებელი პარლამენტის წევრი იყო. ქანთარია ამბობს, რომ თუ მისი საჭიროება მომავალ პარლამენტში აღარ იქნება, ის კენჭს არ იყრის.