ჩვენ ინფორმაციას ვკრეფთ , მაგალითად, „ევროპულ საქართველოსთან“ დაკავშირებული კომპანიები როგორი წარმატებით იმარჯვებენ ტენდერებში და ამ ტენდერებიდან ძალიან სერიოზული ფინანსური მხარდაჭერა აქვს ამ ორგანიზაციას, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა,„გეგა გელბახიანის კომპანიას, ბოლო ორი წლის განმავლობაში, 60 მილიონი აქვს ტენდერში წაღებული. როგორ ფიქრობთ, პოლიტიკური დაშვების გარეშე შეიძლება, ადამიანმა, რომელიც ციხეში უნდა მჯდარიყო კორუფციისთვის, 2 წლის განმავლობაში 60 მილიონის ტენდერი წაიღოს?! ან, როგორ ფიქრობთ, დავით კეზერაშვილმა, რომ ყველა საქმეში გაიმარჯვა, მართლა თავისითი მოხდა და კეზერაშვილი გამართლდა?!“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.კითხვაზე, ამხელს თუ არა ის „ევროპულ საქართველოს“ „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებაში, გოგიჩაიშვილი პასუხობს, რომ ის კი არ ამხელს, უბრალოდ, მოცემულობიდან გამომდინარე, ფაქტებით საუბრობს.„როდესაც ყველა საქმეში გამართლდება დავით კეზერაშვილი და პრობლემა არ არის... უბრალოდ დღეს საქართველოში არ ჩამოდის კეზერაშვილი, იმიტომ, რომ ეს ამბავი ძალიან იყვირებს, თორემ მას პრობლემა არ აქვს. დღესვე შეუძლია ჩამოვიდეს და ვერავინ ვერაფერს უზამს, მისი რეკორდი გასუფთავებულია. მე კი არ ვამბობ, რომ ვიღაცა ვიღაცასთან შეკრული არის, მე უბრალოდ, ფაქტებზე ვსაუბრობ და დასკვნები, ახლა თქვენ თვითონ გამოიტანეთ“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.