სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე დაკავებულ „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელს ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა. დაცვის მხარე უფლებადამცველის გათავისუფლებას ითხოვდა. კუპრავას თავდებში უდგებოდნენ პარლამენტის წევრები: რომან გოცირიძე, ნიკა მელია, კობა ნაყოფია და მამუკა ჩიქოვანი.
ასევე პოლიტიკოსები ზაალ უდუმაშვილი და კობა ხაბაზი. კუპრავას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას მომდევნო სხდომაზე გამოაცხადებს. ნიკა მელიამ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი რევოლუციას გამოიმუშავებს.