არგენტინელმა მეცნიერებმა ყვავილების დამტვერვისთვის ფუტკრების მოსაზიდად მინდვრებში 63 ხელოვნური ბუდე დადგეს. ველური ფუტკრები ბუდის შიგთავსს ბუნებრივი მასალით, ფოთლებით და ყვავილების ფურცლებით ავსებდნენ. იყენებდნენ თიხას, გუდრონს და მიწას. 2017-2018 წლის გაზაფხულზე დადგმულ ხელოვნურ ბუდეებზე დაკვირვების შედეგად მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ რამდენიმე ბუდეში ველურმა ფუტკრებმა ბუნებრივი მასალის ნაცვლად პლასტიკური ნაგვის ნარჩენები გამოიყენეს. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ფუტკრები გარემოში ბუნებრივი მასალის შემცირებაზე ასე რეაგირებენ. როგორც ჩანს მათ ბიომასალა არ ჰყოფნით. "ფუტკრები გარემოს ცვლილებებზე მყისიერად რეაგირებენ და თავის სასარგებლოდ იყენებენ"-აცხადებენ მეცნიერები.