საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე იუმორისტულ ვიდეოს უწოდებს შალვა შავგულიძის საარჩევნო შტაბში წარმოდგენილ ჩანაწერს, რომლის მიხედვით, საარჩევნო უბნის წინ ამომრჩეველზე ზეწოლა ხდება, რათა შემოხაზოს 41. ამასთან, როგორც იგი აცხადებს, აღნიშნული ეპიზოდი უყურადღებოდ არ დარჩება.