მთაწმინდაზე, სადაც მაჟორიტარი დეპუტატის გამოსავლენად არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, საარჩევნო უბნები უკვე გაიხსნა. კენჭისყრა დილის 08:00 საათიდან 20:00 საათამდე გაიმართება. შემდეგ კი უბნები დაიხურება და დაიწყება ხმის დათვლის პროცედურა. მთაწმინდაზე სულ 31 უბანია, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 43 909 ამომრჩეველი.
არჩევნებში ორი კანდიდატი იღებს მონაწილეობას - შალვა შავგულიძე - ბლოკი "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები" და ლადო კახაძე "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო".