სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1981 წელს დაბადებული პირი ცხელ კვალზე დააკავა. ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, შურისძიების მიზნით, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მცხოვრებ ცოლ-ქმარს მათივე საცხოვრებელი სახლის ეზოში, იარაღიდან არაერთხელ ესროლა, მრავლობითი ჭრილობები მიაყენა მამაკაცს, ხოლო მისი მეუღლე თავის არეში დაჭრა.