ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედუბანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა - Palitra News

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედუბანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

2019-06-06 10:00:24+04:00

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედუბანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ძლიერი ხანძრის ჩაქრობას რამდენიმე საათის განმავლობაში ტყიბულის, თერჯოლის და ქუთაისის 5 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი და 17 მეხანძრე მაშველი ცდილობდა.

მეხანძრეებთან ერთად ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყო ადგილობრივი მოსახლეობა.როგორც "პალიტრანიუსის" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე ძიება სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.