მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში, სხვადასხვა გადაცდომის გამო, პროფესიული პასუხისმგებლობა 147 ექიმს დაეკისრა. აქედან 119 ექიმს წერილობითი გაფრთხილება მიეცა, 27 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა, 1 ექიმს კი სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა.
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს, პაციენტებისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხი შესწავლილია 70 შემთხვევაში.