მიმდინარე წლის 5 თვეში სხვადასხვა გადაცდომის გამო, პროფესიული პასუხისმგებლობა 147 ექიმს დაეკისრა - Palitra News

მიმდინარე წლის 5 თვეში სხვადასხვა გადაცდომის გამო, პროფესიული პასუხისმგებლობა 147 ექიმს დაეკისრა

2019-06-05 12:14:17+04:00

მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში, სხვადასხვა გადაცდომის გამო, პროფესიული პასუხისმგებლობა 147 ექიმს დაეკისრა. აქედან 119 ექიმს წერილობითი გაფრთხილება მიეცა, 27 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა, 1 ექიმს კი სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა.

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს, პაციენტებისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხი შესწავლილია 70 შემთხვევაში.