ავლაბარში, ნასაკირელის ქუჩის 4 ნომერში მდებარე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია 5 სახანძრო - სამაშველო ეკიპაჟი, პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
ხანძრის გამო, ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება გართულებულია.