საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი „ევროპული საქართველოს" ლიდერების განცხადებას ეხმაურება. მისი შეფასებით ოპოზიციის ბრალდება ტიტქოს საარჩევნოდ ხმების მობილიზებისთვის პატიმრების და მათი ოჯახების ხმების გამოყენება ხდება სრული დეზინფომაციაა. მათიკაშვილის თქმით ოპონენტები მსგავს ხრიკებს იმიტომ მიმართავენ, რომ კარგად იციან მთაწმინდელების რეალური განწყობა.
"ევროპული საქართველოს"განცხადების თანახმად, „ქართული ოცნება“ ხმების მობილიზების მიზნით, პატიმრებისა და მათი ოჯახების მდგომარეობის გამოყენებას ცდილობს.
"ასეთი დეზინფორმაციის გავრცელება ნიშნავს, რომ მათ კარგად იციან, ვის უჭერს მხარს მთაწმინდის მოსახლეობა"- განაცხადა მათიკაშვილმა. მისივე განცხადებით, აღნიშნული ბრალდება საარჩევნო გარემოს დისკრედიტაციას ისახავს მიზნად