ყოველი ორი არჩევნების შემდეგ ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლა დემოკრატიული პროცესია - „ქართული ოცნება“ და ირაკლი კობახიძეც მოემზადოს, მას ცოტა დრო დარჩენია, რომ უზრდელური განცხადებები აკეთოს, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში “7VS1” განაცხადა.
დოლიძემ ისაუბრა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების და უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების საკითხებზე.