ნანა კოსტავამ, რომელმაც სიძულვილის ენის შემცველი განცხადება გაავრცელა, ქუთაისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. აღნიშნულ ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. ნანა კოსტავას მიერ ფრაქციის თავმჯდომარის პოსტის დატოვების გადაწყვეტილება გუნდმა მას შემდეგ მიიღო, რაც სოციალურ ქსელში მის მიერ გაკეთებული სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები გავრცელდა.
შეგახსენებთ, რომ ნანა კოსტავას დაკავებული თანამდებობიდან გადაყენებას წინ უძღოდა ქუთაისში მოქმედი მედიის წარმომადგენლების საპროტესტო აქცია. ჟურნალისტებმა ქუთაისის საკრებულოს წევრის, ნანა კოსტავას მიერ სიძულვილის შემცველი განცხადებები დაგმეს და საკრებულოს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდეს.