არსებული ინფორმაციით, 2016 წელს ბათუმის მერიის ტენდერში გამარჯვებულ " კომპანიას „კონვენტ ჯორჯია“, რომელსაც „იაფი სახლი" უნდა აეშენებინა, მერიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ცოტა ხანში გაუჩინარდა. მშენებლობის დაწყებამდე მერიამ კომპანიას ავანსის სახით, ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, 1 643 785 ლარი გადაურიცხა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ ხელშეკრულების პირობები დაარღვია, ბიუჯეტში თანხა არ დაბრუნებია. აღნიშნული მიზეზებით, გამოძიების ვერსიით, პროკურატურამ ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი და სხვა მაღალჩინოსნები დააკავეს. ამ დროისათვის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელსაც სხვა კომპანია ახორციელებს. ტერიტორიაზე მეოთხე კორპუსის მშენებლობა ხორციელდება. ხელმისწავდომი საცხოვრებლის მშენებლობა 2019 წელს დასრულდება.