აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმში მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებას გამოეხმაურა. მისი თქმით თანამდებობა ამ ხელისუფლების პირობებში არ არის გარანტია ან პრივილეგია. მისი განმარტებით, "ქართული ოცნება" კორუფციასთან შეურიგებელ ბრძოლას გააგრძელებს.