ფოთის პორტის ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ მოვლენებთან დაკავშირებით„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ განცხადებას ავრცელებს.კომპანიაში აცხადებენ, რომ ჯერ არ მუღიათ ოფიციალური დოკუმენტი 2 მაისს გაცემული ბრძანების გაუქმების შესახებ და შესაბამისად კომენტარს ვერ გააკეთებენ. შეგახსენებთ, გუშინ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ განცხადება გაავრცელა, რასაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადება მოჰყვა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავას ინფორმაციით, ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის დოკუმენტი გაუქმებულია.