"ჩემი აზრით, უკვე განსაკუთრებული ყურადღების რეჟიმში უნდა გადავიდეს ეს პროცესი", - ასე უპასუხა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ ლარის კურსის გაუფასურებაზე ჟურნალისტების კითხვას.
კაკულიას აზრით, აღნიშნულ საკითხზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტში უნდა მივიდეს და მსჯელობა გაიმართოს. მისივე თქმით, თუ ლარის კურსის გაუფასურების ტენდენცია გაგრძელდა, საჭიროა საზოგადოების ინფორმირება, რაც უპირველესად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან უნდა წამოვიდეს.