ბადრიჯანი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომელიც ამერიკელი მკვლევარების თქმით ხელს უწყობს გულ-სისხლ-ძარღვთა დაავადებების პრევენციას. მასში გამორჩეული სასარგებლო ნივთიერება კი ქლოროგენული მჟავაა, რომელიც კანქვეშა ცხიმის დაგროვებას აფერხებს და შესაბამისად წონაში მატებასაც უშლის ხელს. თუმცა ამ მხრივ გასათვალისწინებელია ბადრიჯნის მომზადება ისე, რომ ის ნაკლებკალორიული იყოს. უმი ბადრიჯანი საკმაოდ დაბალკალორიულია, მასში სულ რაღაც 24 კილოკალორიაა მაშინ, როცა 100 გრამ გამომცხვარ ამ ბოსტნეულში კალორიების რაოდენობა თითქმის ორჯერ იზრდება. ზეთში შემწვარი ერთი ცალი ბადრიჯანი კი შეიძლება 1000 კალორიასაც კი შეიცავდეს. ამიტომ უმჯობესია ბადრიჯანი ღუმელში ჯერ გამოაცხოთ და ამის შემდეგ მოამზადოთ მისგან კერძი. შემწვარი ბადრიჯანი კი დაალაგეთ ხელსახოცზე და დაელოდეთ, სანამ ხელსახოცი ცხიმს შეიწოვს. ასეთი მოქმედების შემდეგ მასში კალორიების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება. ბადრიჯნის კიდევ ერთი დადებითი შემადგენელი ნივთიერება ანტაციანია, რომელიც განსაკუთრებით ბევრი მუქი ფერის ბადრიჯანშია, ანტაციანი ხელს უწყობს ორგანიზმში დაზიანებული უჯრედების აღდგენას, რაც ამ ბოსტნეულის გამორჩეულად დადებითი მახასიათებელია. მიუხედავად ამდენი დადებითი მხარეებისა, ბადრიჯანშიც მოიძებნება უარყოფითი თვისებები. მასში შედის ოქსალური მჟავები, ოქსალური მჯავების ორგანიზმში ხშირად მიღებამ კი შესაძლოა კენჭების დაგროვება გამოიწვიო. გარდა ამისა ბადრიჯანში ხშირად გვხვდება სოლანინი. თუმცა ბოსტნეულში არსებული სოლანინი თერმული დამუშავებისას მცირდება, ამიტომ თუ ბადრიჯანს უმად არ მიირთმევთ, ის ვერ შეუქმნის საფრთხეს თქვენს ჯანმრთელობას. მაგრამ თანამედროვე კულინარიაში ბადრიჯანს ხშირად იყენებენ უმად, ამ შემთხვევაში უნდა იცოდეთ მისი შერჩევის მეთოდი, რომ ამ გემრიელმა და სასარგებლო ბოსტნეულმა თქვენი ჯანმრთელობა არ დააზიანოს. გარდა ამისა, ზოგ ბადრიჯანში იმდენად ბევრი სოლანინია, რომ შესაძლოა თერმული დამუშავების შემდეგაც ის ბოლომდე ვერ განეიტრალდეს. ამ შემთხვევაში ბადრიჯანი საშიში არ არის, თუმცა დიდი შანსია, რომ სოლანინისგან გამოწვეულმა სიმწარემ თქვენი კერძის გემო გაუფუჭოს. ამიტომ უნდა იცოდეთ ისეთი ბადრიჯნის არჩევა, რომელიც არ შეიცავს სოლანინს.
თუმცა ჩვენ ასეთი ბადრიჯნის ცნობის გარდა გასწავლით, რა უნდა გააკეთოთ მაშინ, როცა სახლში მოტანილი ბადრიჯანი ამ ნივთიერებით გაჯერებული და შესაბამისად მწარე აღმოჩნდება.