შვედეთში „მაკდონალდსის“ შემცირებული ვერსია შექმნეს, რომელიც ფუტკრებისთვისაა გათვალისწინებული. როგორც გამოცემა Adweek-ი წერს, ეს „მაკდონალდსის“ ბრენდის ყველაზე პატარა შენობაა მსოფლიოში. კონსტრუქციაში ათასი ფუტკარი ეტევა. შიგნით ფუტკრის დაახლოებით 10 ფიჭაა. მინიატურული ზომის მიუხედავად, უცნაური სკა მთლიანად იმეორებს რესტორნის დიზაინს.