განათლების სამინისტრო ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას მათ შორის საჯაროსა და კერძოს მოუწოდებს დაიცვან სამინისტროს მიერ უკვე მიწოდებული რეკომენდაციები და გაუფრთხილდნენ მოსწავლეთა უსაფრთხოებას სასკოლო ექსკურსიებისას.
სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის ზოგადი განათლების სამმართველოს ხელმძღვანელი ეკატერინე ხუცვიშვილის თქმით სკოლებს წლის დასაწყისში და სასწავლო წლის ბოლოს ეგზავნებათ სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტი მოსწავლეთა ექსკურსიების გამართვისა და მოსწავლეთა უსაფრთხოების კუთხით შესასრულებელ ვალდებულებეთან დაკავშირებით.
მიხეილ ბატიაშვილის უწყებას განმარტავენ რომ დოკუმენტს რეკომენდაციების ხასიათი აქვს თუმცა სკოლების მხრიდან მკაცრად შესასრულებელია.