საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკანიანის თქმით, დავით გარეჯის შესახებ მათ ძალიან მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ აუცილებელია შეწყდეს პროცესები, რადგან ვიდრე სადელიმიტაციო კომისია მსჯელობს კონკრეტულ საკითხებზე, არასწორი ინტერპრეტირების საშუალება არავის მიეცეს.
შეგახსენებთ, სასაზღვრო ტერიტორიაზე აზერბაიჯანულმა მხარემ გზის გაყვანა დაიწყო, თუმცა ბაქოში გამართული ორმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ ადგილზე სამუშაოები შეჩერებულია.