აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირველი უცხოელი ლიდერი გახდა, რომელიც იაპონიის ახალ იმპერატორს ნარუჰიტოს შეხვდა. თეთრი სახლის ლიდერი იაპონიაში ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც დონალდ ტრამპს მელანიასთან ერთად იმპერატორმა და მისმა მეუღლემ ტოკიოში მდებარე სასახლეში უმასპინძლეს.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, აღნიშნული შეხვედრა მისთვის დიდი პატივი იყო.
იმპერატორთან სტუმრობამდე კი დონალდ ტრამპმა იაპონიის პრემიერ მინისტრ შინძო აბესთან ერთად გოლფი ითამაშა და სუმოს შეჯიბრს უყურა. შინძო აბემ გოლფის თამაშის დროს გადაღებული სელფი "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დადო. დღეს კი ორი ქვეყნის ლიდერი სავაჭრო კავშირებზე იმსჯელებენ, ასევე ისინი ჩრდილოეთ კორეის საკითხზეც გაამახვილებენ ყურადღებას.