ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციის ორგანიზებით საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - „ გერიატრიულ ენდოკრინოლოგიაში“ მიმდინარეობს. ღონისძიება მიზნად ისახავს ქართველი ექიმების პროფესიული განათლების დონის ამაღლებას სიბერესთან ასოცირებული ენდოკრინული დაავადებებიის სპეციფიკურ მკუნალობისა და მართვის საკითხებში. კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგენ მსოფლიო დონის ექსპერტები პროფესორები ამერიკიდან, ესპანეთიდან. კონფერენცია ორდღიანია და მონაწილეები ინტერაქტიულ რეჟიმში განიხილავენ კლინიკური შემთხვევებს, პაციენტთა გამოკვლევებისა და მკურნალობის სქემის ალგორითმებს. კონფერენციის ფარგლებში განხილული ინფორმაცია ეფუძნება უახლეს საერთაშორისო გაიდლაინებსა და ექსპერტთა რეკომენდაციებს. კონფერენციაზე მოხდება გერიატრიულ ენდოკრინოლოგიაში არსებული უახლესი სტატიების ქართულენოვანი კრებულის პრეზენტაცია.