იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ დაინიშნა. აღნიშნულის შესახებს გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 11 ხმით მიიღო. გიორგი მიქაუტაძეს განაცხადება თავდაპირველად შეტანილი ჰქონდა თბილისის სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების ადმინისტრაციულ პალატებში, თუმცა ცნობილი გახდა, რომ სააპელაციო სასამართლოში კანდიდატურა მოხსნა და მხოლდოდ თბილისის საქლაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში დატოვა.