თბილისის საქალაქო სასამართლოში როენა ხუცურაულის და მასთან ერთად დაკავებული ორი პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. პროკურორ მარიამ გოგორელიანის განცხადებით, ხუცურაული დაყადაღებულ სასტუმრო „მამიდას“ იყენებს დანაშაულებრივი საქმიანობისთვის და სხვა დანიშნულება ამ სასტუმროს არ გააჩნია. მისივე თქმით, როენა ხუცურაულის უძრავი ქონების და ავტომანქანის დაყადაღება მოხდა იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მან ეს ქონება მაშინ შიძინა როდესაც ის ახორციელებდა დანაშაულებრივ ქმედებას. პროსტიტუციის ხელშეწყობის მიზნით ფართის გადაცემის ბრალდებით, დაკავებულ მარიამ დანელიანს,ზინაიდა ქორიძეს და როენა ხუცურაულს იგივე "მამიდას" ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 3 დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.