„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მომსახურების გაუმჯობესების მიზნით SMS სერვისზე გამარტივებული რეგისტრაცია დანერგა. კერძოდ, სერვისში ჩასართავად მომხმარებელი მარტივად, მობილური ტელეფონიდან 90111-ზე SMS შეტყობინებით აგზავნის საკუთარი აბონენტის ნომერს და მომენტალურად რეგისტრირდება.აღსანიშნავია, რომ gwp-ის SMS სერვისში ჩართული აბონენტები წყალმომარაგების ქსელზე დაგეგმილი და მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების შესახებ ყოველთვის წინასწარ არიან ინფორმირებულები. აღსანიშნავია, რომ „ჯივიპი“ წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებისა და განვითარებისთვის მასშტაბური პროექტების განხორციელებას აქტიურად აგრძელებს.