მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლადო კახაძე აცხადებს, რომ არჩევნებმა დარღვევების გარეშე ჩაიარა. როგორც კახაძემ ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის გადაცემაში 360 გრადუსი განაცხადა, მთაწმინდაზე მხოლოდ სამი საჩივარი დაფიქსირდა. მისი თქმით, ქვეყნისთვის უკვე გამარჯვებაა, რომ აღნიშნულ ოლქში საარჩევნო პროცესმა და არჩევნებმა კონსტრუქციულად ჩაიარა.