„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 3 მილიარდ 859 მილიონ 600 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.3 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი მილიარდ 133 მილიონ 400 ათას დოლარს, ხოლო იმპორტი 2 მილიარდ 726 მილიონ 200 ათას დოლარს შეადგენს.„საქსტატის“ ცნობით, საანგარიშო პერიოდში, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, მილიარდ 592 მილიონ 800 ათასი დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.3 პროცენტია. ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.4 პროცენტით გაიზარდა და 739 მილიონ 900 ათასი დოლარი შეადგინა.