"შინაგან საქმეთა სამინისტრო რეაგირებას მოახდენს თითოეულ იმ ინციდენტზე, რომელიც მიეკუთვნება სამინისტროს კომპეტენციას, ამასთან, სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი იქნება დაუყოვნებლივ აღკვეთილი", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მეზვრიშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა დაიცვან კანონი, რათა უსაფრთხო გარემო შენარჩუნდეს.