ზუგდიდში, 82-ე საარჩევნო უბანზე ინციდენტი მოხდა. არსებული ინფორმაციით, გადასატან ყუთში ბეჭდის გარეშე ჩაგდებული ბიულეტენები აღმოაჩინეს. შესაბამისად გადასატანი ყუთი დაილუქა.
აღნიშნულ ყუთში 31 ბიულეტენი იყო მოთავსებული. ინციდენტს ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ეს სწორედ ის უბანია, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი, სანდრა რულოვს აძლევს ხმას.