ზუგდიდში დადიანების სასახლესთან მომხდარ ინციდენტში მონაწილე ჟურნალისტ ლევან თორიას მიმართ ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო 3000 ლარი შეუფარდა. ლევან თორია სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას მის პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებს და პროკურატურას საქმეში წარმოდგენილი ვიდეოს დამონტაჟებაში ადანაშაულებს. დადიანების სასახლესთან მომხდარ ინციდენტში მონაწილე კიდევ ერთ პირს, მამუკა ცირდავას ზუგდიდის სასამართლომ აღკვეთის ღონიძიების სახით ასევე გირაო - 3000 ლარის ოდენობით შეუფარდა. საუბარია ინციდენტზე, რომელიც სანდრა რულოვსის საარჩევნო შეხვედრაზე 14 მაისს მოხდა.