ანაკლია-ზუგდიდის გზაზე დაშავებული ერთ-ერთი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადმოყვანილი, სტაბილურად მძიმეა. თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ დაშავებულს სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა და გულ-მკერდის დახურული ტრავმა აქვს.
მკურნალი ექიმის ცნობით, მას სახეზე ოპერაციის ჩატარება ესაჭიროება.
პაციენტს აქვს სახეზე ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, აქვს ჰემატომა, გულ-მკერდის დახურული ტრავმა, მარჯვენა მხარეს ლავიწის ხაზოვანი მოტეხილობა. პაციენტი საჭიროებს სახის ძვლების ოპერაციას. ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოავარიის შედეგად 8 მოზარდი დაშავდა. დაშავებულები დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები არიან, რომელთაც ბოლო ზარი ჰქონდათ.