ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოდან, სადაც ავტოავარიის შედეგად დაშავებული 7 მოზარდი მოათავსეს, ერთ-ერთი სასწრაფო დახმარების მანქანით სამკურნალოდ თბილისში გადმოიყვანეს. ამის შესახებ "პალიტრანიუსს" ერთ-ერთი დაშავებული მოზარდის ბებიამ, ზოია მატუამ აცნობა. მატუას ტქმით მისი შვილიშვილის მდგომარეობა მძიმეა.
ავტომობილს, რომელიც ანაკლია-ზუგდიდის გზაზე ავარიაში მოჰყვა სწორედ ეს მოზარდი მართავდა.
რაც შეეხება დანარჩენ 6 პაციენტს, რომლებიც ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობენ, ზოია მატუა ამბობს, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა აღენიშნებათ სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები.