იტალიის თასის 2018-2019 წლების სეზონის გამარჯვებული რომის „ლაციო“ გახდა. სიმონე ინძაგის გუნდი ფინალში, „სტადიო ოლიმპიკოზე“ ბერგამოს „ატალანტას“ დაუპირისპირდა და 2-0 დაამარცხა.თამაში დაძაბული გამოვიდა, 79-ე წუთზე კი, სიმონე ინძაგიმ თამაშში სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი ჩართო და სერბი მატჩის გმირი გახდა. სამ წუთში მილინკოვიჩ-სავიჩმა კუთხურის შემდეგ მეორე სართულზე ყველას აჯობა და მეტოქის კარი აიღო. ხოაკინ კორეას 90-ე წუთზე გატანილი მეორე გოლი კი უბრალოდ წერტილი დასმას და ყველაფრის გაფორმებას ნიშნავდა. „ლაციომ“ იტალიის თასი ისტორიაში მეშვიდედ მოიგო. უნდა აღინიშნოს რომ "ლაციომ" მიღწეული გაამრჯვებით ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა.