საია-ს თავმჯდომარის, სულხან სალაძის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლინდა ძალადობის ფაქტები, ასვე ადგილი ჰქონდა საბიუჯეტო რესურსის საარჩევნო მიზნით გამოყენებას.სულხან სალაძემ ის ფაქტები შეაფასა, რომლებიც 2019 წლის 28 აპრილიდან 15 მაისამდე პერიოდში გამოვლინდა. მისივე თქმით, აღნიშნულ პერიოდში გამოვლინდა ჟურნალისტურ საქმიანობისთვის უკანონოდ ხელშეშლის ფაქტი ზუგდიდში და წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების წესების დარღვევა. საია-ს ინფორმაციით, 19 მაისის მოახლოებასთან ერთად ვითარება უფრო და უფრო იძაბება.