ეროვნული გვარდიის მე-10 ბრიგადის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე სახლში გარდაცვლილი იპოვეს, ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი - Palitra News

ეროვნული გვარდიის მე-10 ბრიგადის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე სახლში გარდაცვლილი იპოვეს, ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი

2019-05-16 15:04:26+04:00

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე პაატა ჩხაიძე გარდაცვლილი იპოვეს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, საცხოვრებელ სახლში ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი.

საქმეზე გამოძიება დაწყებულია 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.