ბათუმში, საბანკო დავალიანების მქონე პირებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ და აცხადებდნენ, რომ აჭარაში საბანკო დავალიანების გამო, გამოსახლება ყოველდღიურად მიმდინარეობს. როგორც მათ განმარტეს, ადგილობრივ მთავრობას ბანკებთან შუამდგომლობას სთხოვენ, რათა სესხების გადავადება მოხდეს.