პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით ოპოზიციის წარმომადგენლები აპირებენ დიდი რაოდენობით ადამიანების მობილიზებას ზუგდიდში, რაც საარჩევნო პერიოდში შესაძლოა, სერიოზული დაძაბულობის საგანი გახდეს. როგორც მან განაცხადა აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლოა, ამომრჩეველს თავისუფალი ნების გამოხატვის შესაძლებლობა არ მიეცეს და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს სთხოვს, შესაძლებლობის ფარგლებში მოახდინონ პრევენციული მექანიზმების ამოქმედება.