ჰაკერებმა WhatsApp-ის აპლიკაციებზე მობილურსა და სხვა მოწყობილობებში დისტანციურად სადაზვერვო პროგრამის დაინსტალირება მოახერხეს. „ბიბისის“ ცნობით, ინფორმაცია WhatsApp-ის წარმომადგენლებმა დაადასტურეს.WhatsApp-ში, რომელიც „ფეისბუქს“ ეკუთვნის, განაცხადეს, რომ თავდასხმის სამიზნეს გარკვეული რაოდენობის მომხმარებლები წარმოადგენდნენ. კომპანია პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, დაახლოებით მილიარდ 500 მილიონ მომხმარებელს მოუწოდებს, რომ მათი აპლიკაცია ხელახლა გადმოწერონ.შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კიბერთავდასხმა თავდაპირველად თვის დასაწყისში გამოავლინეს. თავდამსხმელები ხმოვან ზარს იყენებდნენ და თუ მომხმარებელი ზარს უპასუხებდა, პროგრამა ავტომატურად ინსტალირდებოდა. „ბიბისის“ ცნობით, თავდასხმა ისრაელში შექმნილმა კომპანიამ NSO Group -მა განახორციელა, „კიბერ იარაღის დილერსაც“ უწოდებდნენ.